10 ყველაზე ცნობილი ნახატი ისტორიაში
ხელოვნება პოპულარულია, მინდა ამით დავიწყო. ხელოვნება გამოხატავს ადამიანის ფარულ ზრახვებს, გრძნობებს, ემოციებს და მოტივებს. ადამიანები კი, ჩემი აზრით, ზედმეტად ცნობისმოყვარენი ვართ, რომ ხელო ვნება არ გვაინტერესებდეს. განსაკუთრებით კი დიდი პოპულარობით სარგებლობენ ნახატები, მილიონებად შეფასებული ნიმუშები, რომელთაც, მუზეუმის კედელზე მისვენებლთ, მნახველნი არ ასვენებთ. ზოგიერთი ადამიანი ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს, რომ მისი საყვარელი ნიმუში იხილოს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ნახატების ათეულს, ნახატებისა, ისტორიას ღრმად, რომ დაამჩნიეს კვალი.
სანდრო ბოტიჩელი ეს ნამუშევარი რენესანსის პერიოდის ნამდვილი მარგალიტია. ახლა იგი ფლორენციაში, უფაზის გალერიაში ინახება.
10) ვენერას დაბადება
ჭერის მოხატულობა, რომელიც მიქელანჯელომ 1508-1512 წლებში შექმნა.
7) სიქსტეს კაპელა
კლიმტის კოცნა ჩვენს სიაში დამსახურებულ მეოთხე ადგილზეა. იგი გუსტავ კლიმტის კარიერის ზენიტში 1907-1908 წლებშია შექმნილი.
4) კოცნა
სიაში დამსახურებულ პირველ ადგილს მონა ლიზა იკავებს, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ნახატი. იგი სახელგანთქმულია მისი იდუმალებითა და ამოუცნობი მისტიკურობით. ლეონარდო და ვინჩის ეს ნამუშევარი დღეს პარიზში, ლუვრის მუზეუმშია დაცული.
1) მონა ლიზა
„რბილი საათები“, მეორენაირად „მეხსიერების მდგრადობა“ სალვადორ დალის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. იგი ამჟამად ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების კოლექციას გენეკუთნება.
9) რბილი საათები
„გვერნიკა“ ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევარია. პიკასომ იგი 1937 წლისივნისში დახატა.
6) გვერნიკა
„ ვარსკვლავებიანი ღამე“ ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და ხელოვნების მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს ის ნიუ-იორკის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
4)ვარსკვლავებიანი ღამე
რემბრანტის ეს ნახატი ჰოლანდიური ოქროს ხანის საუკეთესო ნიმუშია. იგი შეიქმნა 1642 წელს და ამჟამად ამსტერდამშია დაცული.
8) ღამის დარაჯები
იონას ვერმერის ეს ნამუშევარი დანიურ ოქროს ხანას ეკუთვნის და დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰააგაში, სადაც იგი დაცულია.
5)გოგონა მარგალიტის საყურით
უკანასკნელი სერობა იტალიელი მხატვრის, ლეონარდო დავინჩის მეორე ყველაზე იდუმალი და მისტიკური ნამუშევარია. დღეს იგი მილანში ინახება.
2) უკანასკნელი სერობა
"მონა ლიზათი" ბოლოვდება ჩვენი ცნობილი ნახატების ათეული. ჩემი აზრით, დროების ცვალებასთან ერთად შეიცვლება ხალხის დამოკიდებულება ხელოვნების ამა თუ იმ ნიმუშთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან "მონა ლიზა" და მისი მსგავსი საკულტო ნიმუშები უკვდავია. რათქმაუნდა, ყველა ადამიანს საკუთარი აზრი გააჩნია ამ ნახატებთან დაკავშირებით. ზოგს მოსწონს, ზოგსაც არა. მაგარამ, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ხალხის ინტერესი მათთან დაკავშირებით გაღვივებული ცეცხლივითაა, რომელიც ჩაქრობას ჯერჯერობით არ აპირებს.
გამოყენებული წყაროები:
--- როზი დიკენსი, "ოსბორნის წიგნი ყველაზე ცნობილი ნახატების შესახებ"
პოსტის ავტორი: ანანო