ექსპრესიონიზმი
ექსპრესიონიზმი XXს-ის მოდერნისტული მიმდინარეობაა რომელიც განვითარდა ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორებიცაა:მხატვრობა,ლიტერატურა,თეატრი,კინო,არქიტექტურა და სხვა.ფართო გაგებით, ასახავს უკიდურეს დაძაბულობასა და ტრაგიზმს თანამედროვე ადამიანის მსოფლშეგრძნებასა და მთელ მის ეგზისტენციალურ ცნობიერებაში.ექსპრესიონიზმი(ფრანგ. Expression - გამოსახვა, გამოვლენა)მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ.
ექსპრესიონისტების მიზანია, ნამუშევარში გადმოსცენ ადამიანის სულის მდგომარეობა, გრძნობები, განცდები: შიში, შფოთი, უიმედობა, სასოწარკვეთა, სევდა, იმედგაცრუება და სხვა. ისინი "უტყუარ რეალობად" მხოლოდ მხატვრის ინდივიდუალურ შინაგან სამყაროს მიიჩნევდნენ და ტილოზე რეალური გამოსახულებისა და გარემოს ასახვის ნაცვლად ადამიანსა თუ სამყაროში მიმდინარე მოვლენების მიმართ მხატვრის სუბიექტური დამოკიდებულების ასახვას ისახავდნენ მიზნად.ადამიანის ტანჯვა და მარტოობის პრობლემა ექსპრესიონისტი მხატვრების შემოქმედების მთავარი თემაა. ამის გადმოსაცემად თავიანთ ნამუშევრებში ექსპრესიონისტები იყენებენ აქტიურ, მძაფრ ფერადოვან შეხამებას.
ცნობილია, რომ ექსპრესიონიზმის მიმდევარმა გერმანელმა მხატვრებმა ორი შემოქმედებითი გაერთიანება "ხიდი" (Die Brucke) და "ლურჯი მხედარი" (Der Blue Reiter) ჩამოაყალიბეს.
ჯგუფი "ხიდი" 1905 წელს დრეზდენში ოთხი სტუდენტი,არქიტექტორის-ერნსტ ლუდვიგ კირხნერის, ფრიც ბეილის, ერიკ ჰეკელმის და კარლ შმიტ-რუტლოფმის ინიციატივით შეიქმნა.მათი პირველი გამოფენა 1906 წელს დრეზდენში, სანათების მაღაზიაში გაიმართა. 1911 წელს ჯგუფი ბერლინში გადავიდა, 1913 წელს კი დაიშალა.
1911 წელს მხატვრებმა - ვ.კანდინსკიმ და ფ.მარკმა დააარსეს ალმანახი "ლურჯი მხედარი", 1912 წელს კი ამ მხატვრებმა ამავე სახელწოდების გაერთიანება შექმნეს,რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაიშალა
გერმანელი მხატვრის და ჯგუფი "ხიდის" ერთ-ერთი ფუძემდებლის ერნესტ ლუდვიგ კირხნერის სურათებში კაშკაშა ფერადი ლაქები,მკაფიო შავ კონტურებშია მოქცეული.მის მსგავსად ექსპრესიონისტთა ნახატების უმეტესო-
ბას ტრაგიკულ ემოციები,მარტოობის შეგრძნება და სევდიანი განწყობა უდევს საფუძვლად,რისი მიზეზიც გერმანიის კრიზისული მდგომარეობაა XXსაუკუნეში.სწორედ ამიტომ,ყველაზე მკაფიოდ ექსპრესიონიზმი წარმოდ-
გენილია გერმანიისა და ავსტრიის ხელოვნებასა და ლიტერატურაში.
ფრანც მარკი "the large blue horses"(1911 წ.)
ერნესტ ლუდვიგ კირხნერი
"მზესუმზირები"
ექსპრესიონიზმი,რომელმაც განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი,ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმ-
დეგოდაა მიმართული.თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს,ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შე-
მოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს.ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრეს-
იულია და ახასიათებს ძლიერი ფერები,მკვეთრი ხაზები.ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა.ხშირად ექსპრე- სიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.
ედვარდ მუნკი "კივილი"(1893 წწ.)
ედვარდ მუნკი(Edvard Munch 1863-1944 წწ.)იყო ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი, რომელმაც დი-დი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე.მისი ყველაზე
ცნობილი ნამუშევარია "კივილი",უფრო ზუსტად,ესაა მსგავსი ნახატების სერია(მისი 4 ეგზემპლარია შექმნილი 1893 და 1910 წლებს შორის, რომელთაგან
2 პასტელითაა შესრულებული (1893 და 1895) ხოლო დანაჩენი ზეთის საღებავებში(1893 და 1910)).
თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე,რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა. კერძო კოლექციაში შემორჩენილია ნახატის მხოლოდ ერთი ვარიანტი (1895)პასტელებით შესრულებული ვერსია.
“ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა და უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა
...არაქათი გამომელია, შევჩერდი და ღობეს დავეყრ- დენი – შევცქეროდი სისხლსა და ცეცხლის ალებს მოლურჯო–მოშავო ფიორდისა და ქალაქის თავზე…ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს,მე კი ვიდექი,მღელვარების- გან ვთრთოდი და შევიგრძნობდი უსასრულო კივილს, ბუნება რომ გაემსჭვალა.“-წერს ევარდ მუნკი.ეს სი- ტყვები გამოხატავს მხატვრის შთაგონების წყაროს.
გალერეა
წყარო: "ხელოვნება" ,მცირე ენციკლოპედია,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ხელოვნება" ,მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"