top of page

ფოტოგრაფიაც ხელოვნებაა !

  ფოტოგრაფია (ფრანგ. photographie, ძვ. ბერძნ. φως / φωτος (ფოს) — სინათლე და ძვ. ბერძნ. γραφή (გრაფე) — გამოსახვა ხაზების მეშვეობით ან ხაზვა; სინათლით ხატვის ტექნიკა) — ფოტოკამერაში გამოსახულების მიღება შუქმგრძნობიარე ნივთიერებაზე ან შუქმგრძნობიარე მატრიცაზე.

თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.

 არ მინდა თავი მოგაწყინოთ ფოტოგრაფიის მეცნიერებაზე ან ტერმინების ეტიმოლოგიაზე საუბრით. რადგან, ბლოგი მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, ლუკამ, ჩვენი პირადი აზრებისა და ემოციების გამოსახატავად შევქმენით, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ფოტოგრაფიას პირადულ ჭრილში განვიხილავ, როგორც ხელოვნებას, რომელიც ჩემს სულთან ძლიერ ახლოს დგას. პირადად მე, ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს. მიყვარს, როდესაც სურათებს მიღებენ. უფრო მეტად კი მიყვარს, როდესაც სურათებს ვიღებ და რამოდენიმე საკმაოდ არტისტული კადრიც დამიფიქსირებია, რომლითაც ძლიერ ვამაყობ.

ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი დოროთეა ლენგია. იგი ამერიკელი ფოტოგრაფი იყო, რომელიც ძირითადად, დიდი ამერიკული დეპრესიის მოტივებზე შექმნილ სურათებს იღებდა. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს.

DSC_4795.jpg
maxresdefault.jpg
P13115_10.jpg

 ალბათ უკვე დროა, ჩემი გადაღებული რამოდენიმე ფოტო წარმოგიდგინოთ. თითოეულ მათგანს გააჩნია ისტორია და არსებობის სრული უფლება. რათქმაუნდა, მე არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი, ისევე, როგორც არ ვარ ასტროფიზიკოსი, მაგრამ ასტროფიზიკის არცოდნას ვარსკვლავების სიყვარულში ხელი არავისთვის შეუშლია.

 როგორც ვხედავთ თითოეული ნამუშევარი ასახავს დიდ გაჭირვებას და ამავდროულად უდიდეს ერთიანობის შეგრძნებას, რომელიც ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებდა 30-იან წლებში. ბოლო სურათი განსაკუთრებულია ჩემთვის. მასზე ასახულია დედა და მასთან ჩახუტებული ორი ბავშვი.

გალერია

 მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ბლოგ-პოსტის წაკითხვისთვის. იმედია იგი შთაგაგონებთ, რომ იყოთ უფრო მეტად კრეატიულები და ორიგინალურები თქვენს კამერასთან ერთად. იქნება ეს მობილურის კამერა, ციფრული თუ პროფესიონალური აპარატები.

ბლოგ-პოსტის ავტორი: ანანო ს.

გამოყენებული წყაროები:

--https://primarysourcenexus.org, სტატია- "დღეს ისტორიაში, დოროთეა ლენგი" 

--ფილ ჰანთერი,Light--science & Magic: An Introduction to Photographic Lighting, გვ 23, 25,36 

bottom of page