მოდერნიზმი
მოდერნიზმი(ინგ:modern-თანამედროვე) კულტურული მიმდინარეობაა,რომელიც ძირითადად მოიცავს ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს.მოდერნიზმი, თანამედროვეობა, ანუ მოდერნის ეპოქა აღნიშნავს სოციალურ სინამდვილეს, რომელშიც მოდერნი დამკვიდრდა მოდერნიზაციის შედეგად.
ტერმინით-მოდერნი აისახება ის ახალი თვისობრიობა რაც XIX-XX საუკუნეების სამყაროსთვის (პირველ რიგში, დასავლური სამყაროსთვის) გახდა მახასიათებელი. ტერმინი ,,მოდერნიზაცია’’ კი ცვლილებების პროცესს გულისხმობს, რომელთაც დასავლურ ცივილიზაციაში ტექნიკურმა პროგრესმა, ინდუსტრიის განვითარებამ და სოციალური თუ ბუნებრივი სამყაროს სხვადასხვა სფეროებში ცოდნის ზრდამ მისცა სტიმული.
მოდერნიზმის ფუძემდებელი იდეა იყო ხელოვნების, ლიტერატურის, სოციალური ორგანიზაციისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციული ფორმების მოძველება, რაც მნიშვნელოვანს ხდიდა მათ უკუგდებასა და კულტურის მუდამ ახალი ფორმების ძიებას. დასავლეთის ხელოვნებაში დიდი მასშტაბებით სიახლეები მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება,რომელიც რომანტიზმიდან, რეალიზმიდან, იმპრესიონიზმიდან დაწყებული დადაიზმით, ჰეპენინგით, პოპარტითა და ვიდეოარტით დამთავრებული მოიცავს ხელოვნებაში "ახლის", "თანამედროვის" ცნებას. ადამიანის ცნობიერებაში, მსოფლაღქმაში ცვლილებები შეინიშნება. მიმდინარეობს გათავისუფლება, ტრადიციებისა და ნორმების გადაფასება. პროგრესულად მოაზროვნე ინტელექტუალები დესპოტიზმსა და ადათ-წესების ობსკურანტიზმს აკრიტიკებენ. შემოქმედი ადამიანის წინაშეც სხვა ამოცანები ისახება.
მოდერნიზმიზმს ახასიათებს ინოვაციური ხედვა და ექსპერიმენტულობა,რაც თავისმხრივ ხელოვნებას ახალ ასპექტში მოიაზრებს.ასევე ახასიათებს 19საუკუნის რეალიზმთან გაწყვეტა.ეს წარმოადგენს ხელოვნების ახალ კონცეფციას სადაც მისი დამოკიდებულება რეალობის მიმართ იცვლება და ნიშნავს სამყაროს ახლებურ რეპრეზენტაციას.
მოდერნისტი მხატვრებისთვის დამახასიათებელია სინამდვილის გარდაქმნა. ხანდახან იმდენად სახეცვლილია საგანი, რომ ამოუცნობიც ხდება. აბსტრაქტული ხელოვნების თეორეტიკოსი კანდისკი ამბობდა,რომ რაც უფრო საშინელი ხდება სამყარო (სწორედ ახლაა იგი ისე საშინელი, როგორიც არასდროს), მით უფრო აბსტრაქტული ხდება ხელოვნება,მაშინ, როდესაც ბედნიერი სამყარო რეალისტურ ხელოვნებას წარმოშობს. ანუ მოდერნიზმში არსებული სიტუაციით ხსნიდა მოდერნისტი მხატვრების ტენდენციას,რომელიც გამოიხატებიდა სინამდვილის გარდაქმნით და ამბობდა,რომ როცა რეალობა აბსურდულ და საშინელ სამყაროდ ეჩვენება მხატვრებს, ისინი მის გამოსახვაზე უარს ამბობენო.
''Liberty Leading the People''
Eugène Delacroix(1830)
გალერეა
''დანიელ-ჰენრი კენვეილერის პორტრეტი'' პიკასო (1910)
წყარო:"ხელოვნება",ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ხელოვნება",მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"