top of page

რატომ მიყვარს ვინსენტ ვან გოგი?

ავტოპორტრეტი

Vincent_van_Gogh_-_Self-Portrait_-_Googl

მზესუმზირები

800px-Vincent_van_Gogh_-_Sunflowers_-_VG
43678-004-8F18BDDF.jpg
SkLqkg2iz_930x525__1.jpg

ვარსკვლავებიანი ღამე

აყვავებული ნუში

 ვინსენტ ვან გოგი მე-19 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვარია. მასზე საზოგადოებამ მხოლოდ მისი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ შეიტყო და შეიყვარა (ამით ჩვენს ერთ საყვარელ ქართველ მხატვარს მაგონებს) . ვან გოგის ცხოვრებასა და ვრცელ ბიოგრაფიაზე არ გესაუბრებით, რადგან ამის ამოკითხვა უფრო ვრცლად შეგიძლიათ ჩვენს საიტზე. ვან გოგის მთელი მშვენიერება ჩემი აზრით მის უდიდეს ტკივილშია. ვინსენტი ღარიბი, მენტალურად დაავადებული, ქრონიკული დეპრესიით შებყრობილი დიდი მხატვარი იყო, რომელმაც სიცოცხლის დიდი ნაწილი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, საკუთარი თავი დაისახიჩრა და შემდეგ თავიც მოიკლა. მიუხედავად მისი დიდი ტანჯვისა და სულიერი ტკივილისა, ვინსენტი მაინც კეთილ, სათნო და გასხივოსნებულ ადამიანად რჩებოდა. არ მიყვარს, როცა ადამიანები ამბობენ, რომ არა დეპრესია, ვინსენტ ვან გოგის მშვენიერი ნახატები კაცობრიობას არ აქნებოდაო, რადგან ცდებიან. ვინსენტმა თავისი ყველაზე ღირშესანიშნავი ნამუშევრები სწორედ მაშინ შექმნა, როდესაც საავადმყოფოში, გამოკეთების გზაზე იდგა. 

  ბევრ მხატვარს, პოეტს, პროზაიკოსს თუ მოქანდაკეს შეუძლია ტკივილის გამოხატვა, რადგან სულმტკივანი ადამიანისთვის ტკივილის გადმოცემა ძალიან ადვლია. ვინსენტმა კი პირიქით, სულმტკივანმა, სიყვარული და სინათლე, სიკეთე და ბედნიერება აჩუქა დედამიწას და იქნებ ერთადერთის კია, ვინც ამგვარი რამ შესძლო. ვან გოგის "მზესუმზირები", მისი "ვარსკვლავებიანი ღამე", სწორედაც, რომ სამყაროს სიკეთეს, სილამაზეს და სიყვარულს გადმოგვცემთ. "ყვითელი ხომ ასეთი ლამაზია, მზეს გვაგონებს", უთქვამს ერთხელ მხატვარს. ხოლო უკანასკნელი, "ვარსკვლავებიანი ღამე", რომელიც ასე მკვეთრად ყვირის "გიყვარდეთ სამყარო, რადგან იგი ერთადერთი და მშვენიერია", სინამდვილეში ვან გოგის პალატის ფანჯრიდან გადაშლილი ხედია. ეს კი ადასტურებს, რომ უბედურიც კი ბედნიერებას ქმნიდა. აი, ამიტომ მიყვარს ვინსენტ ვან გოგი.

გამოყენებული წყაროები:

--- "ხელოვნების ენციკლოპედია მოსწავლეებისთვის", სულაკაურის გამომცემლობა.

პოსტის ავტორი: ანანო
bottom of page