სიურრეალიზმი
სიურრეალიზმი 20 საუკუნის მიმდინარეობაა ლიტერატურასა და ხელოვნებაში.ტერმინი სიურრეალიზმი
სიტყვასიტყვით ფრანგულ ენაზე ''რეალურზე მეტს'',''ზერეალურს''ნიშნავს,რომელიც გიოომ აპოლინარის
საპატივცემულოდ დაერქვა ახალ მიმდინარეობას.სიურრეალისტური მიმდინარეობის ოფიციალურად ჩამოყალიბებას უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნება.
სიურეალიზმი ხელოვნებაში,ისევე როგორც ლიტერატურაში ახალი ტენდენციისგან საზრდოობს.
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში.თავდაპირველად მომავალი სიურრეალისტები დადაისტების გვერდიგვერდ მოღვაწეობდნენ და იზიარებდნენ მათ იდეებს თუმცა,დროთაგანმავლობაში მკვეთრი გახდა განსხვავება ამ ორი მიმდინარეობას შორის
რაც მათ მიმდევრებში განხეთქილების მიზეზი გახდა.სიურრეალისტები იზიარებდნენ დადაისტების პრო-
ვოკატულ დამოკიდებულებას და რომ შემოქმედება მოდის არა რეალობიდან, არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ მათი აზრით შემოქმედს აკისრია, როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.სიურეალიზმი ხელოვნებაში ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გადმოცემა ნახატის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად, ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს.სიურეალისტი მხატვრები ჩვეულებრივ საგნებს არაბუნებრივ მდგომარეობაში გამოსახავდნენ ,რაც მნახველზე ყოველთის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და დღესაც იგივეს აგრძელებს.ხოლო,რეალობასთან ამდაგვარი დაპირისპირება პირველი
მსოფლიო ომის საშინელებებით იყო განპირობებული.
ანდრე მასონი(1896-1985 წ.წ.)ფრანგი მხატვარი იყო რომელმაც სიურეალიზმში ავმომატიზმი შემოიტანა.იგი გათავისუფლდა რაციონალური კონტროლისგან და მექანიკურად,არაცნობიერად ხატვა დაიწყო.ანდრე მასონი პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა და მთელი ცხოვრება კოშმარებით იტანჯებოდა.მხატვარი სტრესული შემოტევისას ხატვას იწყებდა,რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში არ ჭამდა ან/და არ სვამდა.მასონის შემოქმედე
ბა წინ უსწრებს სიურრეალისტი მხატვრების მიერ შექმნილ წარმოსახვით ნახატებს.მათ შორის რენე მაგრიტს
რომელიც ყოველდღიურ საგნებს,ცხოველებს და ადამიანებს აზრს მოკლებულ სცენებში ხატავდა და სალვადორ დალის.სალვადორ დალი სალვადორ დალის შემოქმედება სრულიას ეხმიანება სიურეალიზმს და იდეას რომელსაც
იგი წარმოადგენს.დალი უცნაურ,სიზმრისეულ ნახატებს ქმნიდა რითიც იგი უამრავი ადამიანისთვის საინტერესო გახადა და პოპულარობა,რომლისთვისაც იბრძოდა ადვილად მოიპოვა.
ავტომატური ხატვა(1924)
ანდრე მასონი
ომის სახე(1940)
სალვადორ დალი
გაზაფხული(16 საუკუნე)
ჯუზეპე არჩიმბოლდო
ვერტუმნუსი(1590)
ჯუზეპე არიმბოლდო
სიურეალიზმმა არა მარტო ახალი შემოიტანა ხელოვნებაში,არამედ უკან დააბრნა არქივში შენახული 16 საუკუნის მხატვრების,მათ შორის ჯუზეპე არჩიმბალდოს,შემოქმედება,რადგან ეს მხატვრები წარმოსახვით სამყაროს გადმოსაცემდნენ და უჩვეულო იდეები ჰქონდათ.თავად არჩიმბალდო რენესანსის ეპოქის მხატვარი გახლდათ, რომელიც მის დროს წინ უსწრებდა.მის დეტალურ ნახატებზე ყვავილები,ხილი და ბოსტნეული ისეა განლაგებული რომ მთლიანობაში ფანტასტიკურ თავის ფორმას ქმნის.
1930-1940იან წლებში სიურეალისტმა მხატვრებმა უამრავი ერთობლივი გამოფენა მოაწყვეს.მათი შემოქმედება
კიდევ კარგა ხნის მანძილზე იყო ყურადღების ცენტრში და სხვა ავანგარდისტული მიმდინარეობებს მომასწავლებე- ლიც გახდა.
გალერეა
წყარო:"ხელოვნება",ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ხელოვნება",მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"