top of page
_Adam_s_Creation_Sistine_Chapel_ceiling_
raphael-41051-1-402.jpg
SistineChapel-57ffd66e5f9b5805c2ac4916.j

აღორძინება, რენესანსი

   ერთ-ერთი უდიდესი ეპოქათაგანი, გარდატეხის ეტაპი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. აღორძინების ეპოქის ესთეტიკური იდეალი ჩამოყალიბდა ახალი პროგრესული მსოფლმხედველობის - ჰუმანიზმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც უმაღლეს ღირებულებად რეალური სამყარო, ადამიანი იქნა აღიარებული. ჰუმანიზმის იდეებმა განსაკუთრებით მკაფიო და სრული ხორცშესხმა პოვა ხელოვნებაში, რომლის ძირითად თემადაც ფიზიკურად სრულყოფილი, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი იქცა თავისი განუსაზღვრელი სულიერი და შემოქმედებითი შესაძლებლობებით. აღორძინების ხელოვნება, მოწოდებული სწორედ ამ ახალი გმირის განსადიდებლად, შთაგონების წყაროს ანტიკური სამყაროს კულტურულ მემკვიდრეობაში ეძებდა. მთელ იტალიაში წარმოებდა გათხრები. საუკუნეთა განმავლობაში დავიწყებას მიცემული ანტიკური ქანდაკებები მკვდრეთით აღდგნენ და კვლავ მოევლინენ ქვეყნიერებას, მაგრამ იგი, ახალი დროის ხელოვნება, ანტიკური ხელოვნების მექანიკური მიბაძვა როდი იყო. მასში სრულიად ახალი შინაარსი იყო ჩადებული. 

   ამგვარად, „აღორძინება“ სწორედ რომ ანტიკური ხანის ხელოვნებისადმი ინტერესის აღორძინებას ნიშნავდა. ხელოვნებამ თავის სამსახურში ჩააყენა მეცნიერება, აღორძინების ეპოქის მხატვრები სწავლობდნენ ანატომიას, არქეოლოგიას, მათემატიკას... 

1503-1505-1507-e1839be1839de1839ce18390-

   რენესანსს საფუძველი იტალიაში ჩაეყარა (XIV-XVI სს.), შემდგომ კი განვითარება პოვა საფრანგეთში (XV-XVI სს.), გერმანიაში, ნიდერლანდებში (XVI ს.), ინგლისში (XVI-XVII სს.), თვით ტერმინი კი („რენესანსი“) ახალი დროის ხელოვნების აღსანიშნავად პირველად იტალიელ მხატვართა ცხოვრების აღმწერმა ვაზარიმ გამოიყენა XVI ს-ში. 

   აღორძინების სამშობლოდ იქცა ფლორენცია. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ „აღორძინების მამებად“ წოდებული არქიტექტორი ბრუნელესკი (მან პირველმა შექმნა არქიტექტურული ფორმები, რომლებსაც მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ და სრულყოფდნენ იტალიელი ხუროთმოძღვრები. მისი შემოქმედების აღიარებული შედევრია ფლორენციის პატარა ეკლესია - პაცის კაპელა (დაახლ. 1430 წ.); მოქანდაკე დონატელო (მისი ქანდაკება „დავითი“ ეპოქის პირველი შიშველი ფიგურა, ასევე პირველი მრგვალი ქანდაკებაა); ფერმწერი მაზაჩო (სხვა მრავალ სიახლესთან ერთად მან პირველმა შეიტანა თავის ნამუშევრებში მეცნიერული პერსპექტივა). 

birth-of-venus.jpg
Florence-photo-for-journeypod.jpg
11893481604_99aab1928e_b.jpg

ფლორენცია

პაცის კაპელა ფლორენციაში

michelangelo-david-close-up-photos-fb4.p
landscape-1471537711-index-michelangelo-

მიქელანჯელოს „დავითი

    განსაკუთრებულ მწვერვალებს მიაღწიეს თავიანთ შემოქმედებაში ე.წ. მაღალი რენესანსის დიდოსტატებმა - ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა, მიქელანჯელომ. 

   ლეონარდო და ვინჩი (1475-1564 წწ.) ყველა დროის უდიდესი მხატვარი, ამავე დროს, მეცნიერი, გამომგონებელი, მათემატიკოსი, ხუროთმოძღვარი, მოქანდაკე, მწერალი, მუსიკოსი გახლდათ. მის მიერ შექმნილი „ჯოკონდა“ (მონა ლიზა, „საიდუმლო სერობა, „მადონა ყვავილით“ და მრავალი სხვა, გენიალურ ჩანახატებსა და ხელნაწერებთან ერთად, მსოფლიო კულტურის მონაპოვარია. 

leonardo-da-vinci-40396-1-402.jpg

ლეონარდო და ვინჩი

   რაფაელი სანტი (1483-1520 წწ.) მთელი თავისი შემოქმედებით ამკვიდრებდა სულიერად და ფიზიკურად მშვენიერი, ამასთან, ჭკვიანი და გონიერი ადამიანის იდეალს („სიქსტეს მადონა“, ავტოპორტრეტი, პაპ იულიუს II პორტრეტი რომში, ვატიკანის სასახლის დარბაზების მოხატულობები და სხვ.). იგი შესანიშნავი არქიტექტორიც იყო, ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის - წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 

RAFAEL_-_Madonna_Sixtina_(Gemäldegalerie
raphael-sanzio-sistine-madonna-detail-ch

რაფაელის „სიქსტეს მადონა

raphael-41051-1-402.jpg

რაფაელი

Veronese-Raub-der-Europa-Detail-685x480.
Study-of-Hands-Andrea-dsl-Sarto-1487-153
the-lady-with-an-ermine-leo.jpg
maxresdefault.jpg
michelangelo-ignudi-2.jpg
leonardo-virgin-of-the-rocks.jpg
leonardo-anatomical-study.jpg
RAFAEL_-_Madonna_Sixtina_(Gemäldegalerie
Michelangelos_Pieta_5450_cut_out_detalle
wedding-at-cana.jpg
img_what_are_the_characteristics_of_rena

  მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წწ.) „დავითის“ ბრინჯაოში ჩამოსხმული ასლი, აღმართული ფლორენციაში, მიქელანჯელოს მოედანზე, სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატულობა, მედიჩების აკლდამის სკულპტურები და, საერთოდ, მთლიანად მისი შემოქმედება - კაცობრიობის კუთვნილი საგანძურია. 

sistine-chapel-ceiling-flattened-3.jpg

მიქელანჯელო

სიქსტეს კაპელის მოხატულობა

800px-Miguel_Ángel,_por_Daniele_da_Volte

რენესანსის თეატრი

 

   აღორძინების თეატრის საწყისები უკავშირდება ხალხურ ხელოვნებასა და ჰუმანიზმის ფილოსოფიას. ხალხურ გართობა-თამაშობათაგან იშვა აღორძინების ხანის იტალიური თეატრი - კომედია დელ არტე (ანუ პროფესიული კომედია), რომლის სპექტაკლებშიც ჩამოყალიბდა თეატრალური ხელოვნების მნიშვნელოვანი კანონები. დადგინდა, რომ სასცენო ხელოვნების უმთავრესი თავისებურება ცხოველმყოფელი მოქმედებაა, წუთით რომ არ წყდება, ხოლო თეატრალური შემოქმედება - კოლექტიური და იქმნება მთელი ანსამბლის შრომის შედეგად. კომედია დელ არტემ სახელი გაითქვა მთელს ევროპაში მსახიობთა დაუცხრომელი შემოქმედებითი აქტივობითა და იმპროვიზაციის უნარით. 
  და მაინც, დრამატული პოეზიის მწვერვალთა დალაშქვრა წილად ხვდათ არა იტალიელებს, არამედ ესპანელებს. ესპანურ თეატრში წარმოდგენა იწყებოდა სიმღერით (გიტარის თანხლებით, რასაც პროლოგი მოჰყვებოდა, შემდეგ თამაშდებოდა კომედია, ანტრაქტებში წარმოადგენდნენ ინტერმედიებს, საცეკვაო ნომრებს, დამთავრებისას სრულდებოდა ერთობლივი ცეკვა ნიღბებით. „ოქროს ხანის“ ესპანური თეატრის წინამძღვარი ლოპე დე ვეგა კარპიო გახლდათ (1562-1635 წწ.), რომლის ერთ-ერთი პიესა „ცხვრის წყარო“ ქართული თეატრის სცენაზეც იქნა ხორცშესხმული (კ. მარჯანიშვილის დადგმა). 

   ინგლისური აღორძინებისდროინდელი თეატრის აღმავლობა უილიამ შექსპირის (1564-1616 წწ.) სახელს უკავშირდება. შექსპირისეული დრამატურგიის ბრწყინვალე შედევრები („რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“ და მრავალი სხვა) ამ ჟანრის მწვერვალია.

გალერია

Untitled-27.jpg
Renaissance-Art-Wallpaper-6.jpg
botticelli-sandro_madonna-of-the-book_po
96fabc225a404b653184393ebad2b45a.jpg
Study-of-Hands-Andrea-dsl-Sarto-1487-153
_Adam_s_Creation_Sistine_Chapel_ceiling_
raphael-41051-1-402.jpg

წყარო:"ხელოვნება",მცირე ენციკლოპედია,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

      "ხელოვნება", მე-9 კლასის სახელმძღვანელო, გამომცემლობა-"მერიდიანი"

bottom of page