top of page
images.jpg
images.png
elvis_presley.jpg
275221364062417.jpg
c27ba5e1-6d13-44fd-952b-cbc4e9200cd0.jpg

პოპ-არტი

    პოპ-არტი(pop-art;popular-art სიტყვა სიტყვით პოპულარული არტი)ხელოვნების მიმდინარეობაა,რომელიც

1950-იან წლებში ბრიტანეთში წარმოიშვა,თუმცა დიდი განვითარება პოვა აშშ-ში.პოპარტის საფუძველში მისი გა-

საგებითობაა მთავარი.მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია მასკულტურის ელემენტების გამოყენება.  პოპ-არტის

მიმდევარი მხატვრების  აზრით, რაც უფრო მეტად დაემსგავსებოდა ყოფითი მოხმარების საგნები მხატვრული ნამუშევრებს , მით უფრო გასაგები იქნებოდა ხელოვნება მასისთვის.ამიტომაცაა პოპარტი ცნობილი ასევე,როგორც 

ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ხელოვნება.მიმდინარეობის ტენდენციიდან გამომდინარე პოპ-არტის მიმ-

დევარი ხელოვანებისთვის იდეას წარმოადგენდა რეკლამები,კომიქსები და მსახიობები.

    ენდი უორჰოლი(Andy Warhol;1928 – 1987)ასევე ცნობილი ,როგორც  პოპ-არტის მეფე პოპ-არტის ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა.უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით, ასევე XX საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორი მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის Coca-Cola-ს ეტიკეტის დიზაინი.

main-01-.jpg
merilin.jpg
pop-art-che-guevara.jpg
download.jpg
cola_can_pop_art_by_thomaspwgy.jpg
300px-Roy_Lichtenstein_Drowning_Girl.jpg

როი ლიხტენშტეინის„გოგონა,რომელიც          იხრჩობა“ (1963)

    ამერიკაში პოპარტი  საყოველთაოდ გაიგივებული იყო,როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ  აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან.პოპ-არტისტები ხშირად თავის მანუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდნენ და ქმნიდნენ კოლაჟებს.პოპ-არტი მინიმალიზმთ-

ან ერთად მოიაზრება, როგორც უკანასკნელი მოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობები,  და,   შესაბამისად,

პოსტმოდერნისტული ხელოვნების წინამორბედებად ითვლება (ან უფრო ზუსტად, თვით ზოგიერთი ადრეული პოსტმოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებადაც)

გალერეა

წყარო:"ხელოვნება",მცირე ენციკლოპედია,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

      

bottom of page