top of page

ქუჩის მხატვრობა

14311289_1834537590123997_59526655177557

  მაშინ,როდესაც გალერეები და მუზეუმები ხელოვნების ნიმუშებით გაივსო მხატვრულმა იდეებმა ქუჩაში გადაინაცვლა

ფართო აუდიტორიის მოსაპოვებლად. მსურს, ამგვარად დავიწყო პოსტი ქუჩის მხატვრობის შესახებ, რომელიც ვიზუალური ხელოვნების დარგად ითვლება. ქუჩის მხატვრობა მოიცავს გრაფიტს, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად გადაიქცა და იგი ურბანიზმის ერთერთი საინტერესო სუბკულტურაა. ქუჩის მხატვრობა თვითგამოხატვის კარგ საშუალებას იძლევა.

   ქუჩის მხატვრები კედლებსა და შენობებზე ხშირად უნებართვოდ ხატავენ,რის გამოც იგი პოლემიკის საგანია. ზოგი ხელოვნებათმცოდნე ასეთ მხატვრობას ღირებულად მიიჩნევს, რომელიც მუზეუმში გამოფენის ღირსია,ხოლო სხვები, უბრალოდ, ვანდალიზმად თვლიან.

  

   ქუჩის მხატვრობის ისტორია ამერიკაში იწყება.თავიდან მხატვრებს ქუჩის ხულიგნებსაც უწოდებდნენ და ზოგჯერ დღესაც ამ სახელით მოიხსენიებენ, რადგან თვლიან ,რომ კედლებს ამახინჯებენ(ბევრისთვის ქუჩის მხატვრობა არასასიამოვნოა).ამერიკაში ეს კანონით ისჯებოდა, ამიტომ ქუჩის მხატვრები დანგრეულ შენობებზე ხატავდნენ. მოგვიანებით მათ ღამის მხატვრებსაც უწოდებდნენ, რადგან ისინი ღამე ხატავდნენ შენობის კედლებს და დღისით უჩინარდებოდნენ.ხელოვნების ეს დარგი აერთიანებს მრავალ პროფესიონალ და მოხალისე მხატვარს. ხელოვნების ეს დარგი ხელს უწყობს ახალი მხატვრების აღმოჩენას და ამავდროულად ხელოვნების ნიმუშების დიდ და ფართო ასპექტებში გამოტანას.ქუჩის მხატვრების მეიერ შესრულებული ნახატები,რომელთაც ძირითადად გრაფიტიც ახლდათ სხვადასხვა თემებს ეხებოდნენ.ზოგჯერ ნახატის იდეა პოლიტიკური მესიჯის გავრცელება იყო,ზოგჯერ უბრალოდ კომიქსის გმირი,პორტრეტი თუ სხვა.

Hipster Whiskey Graffiti
Lonac.jpg

   ჩემი აზრით, ქუჩის მხატვრობა საკმაოდ ინოვაციური და მრავაფეროვანია,რომ იგი უბრალოდ,ვანდალიზმად არ უნდა ვაღიაროთ.არის შემთხვევები,როდესაც ზოგიერთი ქუჩის მხატვარი ხელოვნების ამ გამოვლენას ცუდ გამოყენებას აძლევს,მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი დამნაშავედ უნდა შევრაცხოთ და ქუჩის მხატვრობაც ავკრძალოთ,რადგან ვთვლი რომ მსოფლიოში უამრავი შენობა, კედელი თუ მატარებლის ვაგონია რომელსაც ფერადი ნახატები დაამშვენებდა.

პოსტის ავტორი: ლუკა

წყარო: ჯორჯთაიუნის უნივერსიტეტი - ქუჩის ნამუშევრები, ქუჩური ხელოვნება და ვიზუალი

bottom of page