ღამე მხატვრობაში
ღამე მხატვრობაში საკმაოდ რთული გადმოსაცემია,თუმცა ნიჭიერმა მხატვრებმა,რომელიც ხელოვნებას არაერთი
ახსოვს ესეს მშვენივრად შეძლეს.ღამის ამსახველი ნახატები სხვადასხვა განწყობას ქმნის.ზოგიერთმა მხატვარმა ღა
მე სიცივესთან დააკავშირა,ზოგიერთმა კიდევ მარტოობასთან და შიშთან რომელიც ხშირად ახლავს მას.თუმცა სხვებმა გადაწყვიტეს ბედნიერი სცენები გადმოეცათ და თავიანთ ნამუშევრებში ცეკვის თუ დღესასწაულის მომენტი გამოსახეს.
ვარსკვლავებიანი ღამე
ვარსკვლავებიანი ღამე ვან გოგის მიერ ზეთში შესრულებული ტილოა, რომელიც მან 1889 წ.ს თავშესაფარში ყოფნისას დახატა. სურათზე სენ-რეიმ-დე-პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან გაშლილი, სოფლისა და ცის ხედია გამოსახული.სიცოცხლის წლებში ვინსეტმა ძალიან ცოტა ნახატი გაყიდა(უმრავლესობა მისმა ძმამ თეო ვან გოგმა შეიძინა).მისი სიკვდილის შემდეგ, ეს ნახატი თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობად ნიმუშად იქცა.აღნიშნული ნახატი კარგად წარმოაჩენს პოსტმოდერნისტული სტილის იდეას და პოსტმოდერნისტული ხატვის მთავარ დეტალს-მკვეთრ მონასმებს.
ცეკვა
პაულა რეგომ ნახატი 1988 წელს ქაღალდზე
აკრილით შეასრულა.იგი რეგოს პორტუგალი
აში გატარებული ბავშვობის ანარეკლია.ნახა-
ტი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს გვიჩვენებს
-მასზე გამოსახული არიან ბავშვებიც და მო-
ხუცებიც.
კაფე
ედვარდ ჰოპერის ნახატი "კაფე" მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია იმ მრავალთაგან, რომელიც მან კაფეების თემაზე შექმნა. სურათზე გამოსახულია ღამეში მომლოდინე ქალი, რომელიც ყავას მიირთმევს.
1808 წლის სამი მაისი
19 საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონის არმიამ ესპანეთი, ფრანცისკო დე გოიას სამშობლო დაიპყრო.1808წლის 2 მაისს მადრიდელი მოქალაქეები აჯანყდნენ.ფრანგმა ჯარისკაცებმა 3 მაისს ასობით აჯანყებული და უდანაშაულო მოქალაქე დახვრიტეს.გოიამ ამ საშინელების დახატვა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო,როდესაც ესპანეთის მეფემ ტახტი დაიბრუნა. სურათზე ასახულია შემზარავი კადრი: გზად მოკლული ადამიანების ცხედრებია მოფანტული, ცენტრალური ფიგურას კი დანებების ნიშნად ხელები აქვს აწეული და შიშჩამდგარი თვალებით იყურება. უზარმაზარი ფანარი კი ამ ხოცვა-ჟლეტას ნათელს ჰფენს. გოიას სურდა ეჩვენებინა თუ რამდენად შემაძრწუნებელი და სისხლიანი იყო დასჯის პროცესი.
გამოყენებული წყარო:
--- "ხელოვნების ენციკლოპედია მოსწავლეებისთვის", სულაკაურის გამომცემლობა.
პოსტის ავტორი:ლუკა