top of page
როგორ იქმნებოდა ფერები?

 დღეს უკვე ყველას შეუძლია ნებისმიერი ფერით სავსე საღებავის ტუბის ან პატარა კასრის შეძენა, 600 წლის წინ კი მხატვარს თავად უწევდა გაეზავებინა საღებავები და სასურველი ფერი მიეღო. მხატვრები საღებავს ფერადი ფხვნილის, ანუ პიგმენტის სახით ყიდულობდნენ და შემდეგ თხევად, შემკვრელ ნივთიერებაში აზავებდნენ. მიღებული ფერადი მასით ხელნაწერებისთვის ილუსტრაციებს ხატავდნენ და წიგნებს აფორმებდენ.

ნარინჯისფერი

 მოწითალო-ნარინჯისფრის მისაღებად სინგურს ფხვნიდნენ. სინგური ვერცხლისწყალს შეიცავს, ამიტომ მისი გამოყენება სახიფათოა, ვინაიდან ცნობილია, რომ ვერცხლისწყალი მომწამვლელი ნივთიერებაა

Neon_Orange_Mica_3373__77631.1521833150.

ოქროსფერი

 მუქი ლურჯის შემდეგ ოქროსფერი ყველაზე ძვირად ფასობდა. ოქრო ძალიან თხელ ფურცლებად იჭრებოდა და ოქროს ფოლგა მიიღებოდა. ოქროს ფოლგა ნახატს ზემოდან ედებოდა და შემდეგ ქვით პრიალდებოდა,

gold-foil.jpg

შავი

 ცხოველების ძვლებს დახურულ ჭურჭელში წვავდნენ და შედეგად მოლურჯოა ან მოყავისფრო პიგმენტს იღებდნენ, რომელსაც შავი ძვალი ერქვა.

ლურჯი

french-ultramarine-blue-pigment__14042.1

 ულტრამარინი - მუქი ლურჯი პიგმენტი ოქროზე ძვირი იყო, რადგან ქვა ლაჟვარდი მხოლოდ ავღანეთიდან ჩამოჰქონდათ. ეს მინერალი მეფის სამოსელის მოსახატავად ინახებოდა და მის რაოდენობას დამკვეთი კონტრაქტით განსაზღვრავდა.

მწვანე

 თუ სპილენძს ჰაერზე დიდი ხნით გააჩერებთ, მისი ზედაპირი მომწვანო ფერით დაიფარება. მხატვრები ამ ფენას სახატავად იყენებდნენ.  სპილენძის მწვანე ფენის სწრაფად მისაღებათ ისინი სპილენძის მონეტებს ძმრიან ჭურჭელში დებდნენ. 

IMGP2769.jpg

თეთრი

 თეთრი ტანისამოსი ტყვიის თეთრას დახნმარებით იხატებოდა. ეს იყო ძალიან გავრცელებული, ლითონისგან დამზადებული პიგმენტი. ტყვია მომწამვლელი ლითონია, ამიტომ მასთან დიდხანს შეხება არ შეიძლება. დღეს ტყვია ტიტანმა და თუთიამ შეცვალა.

პოსტის ავტორი: ანანო

წყარო:

"ხელოვნება" მოსწავლის ენციკლოპედია, სულაკაურის გამომცემლობა

A Brief History of Color in Art (ფერის მოკლე ისტორია ხელოვნებაში)(artsy.net) 

bottom of page