top of page

კლოდ მონე - მზის ადამიანი!

tumblr_m7koaqa35O1rbqi59o1_500.jpg

 კლოდ მონე დაიბადა პარიზში, 1840 წელს, გაიზარდა ჰავრში, 18 წლისა  უკვე პარიზშია.   შვეიცარულ აკადემიაში, კერძო სამხატვრო სახელოსნოში ჩაეწერება. 1861 წლეს ალჯირში მიემგზავრება სამხედრო სამსახურისთვის, მაგრამ ტიფის გამო უკან ბრუნდება.

 პირველი წარმატება 1865 წელს გამართულმა გამოფენამ მოუტანა.

 მონეს ცნობილი ტილოს მოდელი კამილა მისი მეუღლე ხდება. 

ხშირად უარით ისტუმრებენ, ის კი მაინც არ ნებდება...1874 წელს იმართება გამოფენა, სადაც ახალი სტილის წარმომადგენლები გამოფენენ ნამუშევრებს, აქ წარმოდგენილია მონეს ნახატი ,,შთაბეჭდილება, ამომავალი მზე“, სწორედ ამ ნახატიდან წარმოდგა ამ მხატვართა სტილის სახელი- იმპრესიონიზმი,რაც შთაბეჭდილებას ნიშნავს.

 ორი ვაჟიშვილის გაჩენის შემდეგ ჯანმრთელობა შერყეული კამილა გარდაიცვლება, მონე რამდენიმე ხნის შემდეგ თავის ორ შვილთნ ერთად ალის ოშედესთან ერთად იწყებს ცხოვრებას, რომელსაც პირველი მეუღლისგან 6 შვილი ჰყავს.

მონეს პირველი პერსონალური გამოფენა შარპანტიეს გალერეაში გაიმართა. 40 წლის მონე უკვე კრიტიკოსთაგან აღიარებული მხატვარია. ის ძალიან ბევრს მოგზაურობს, სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებსა თუ ქვეყნებში, აქ შთაბეჭდილებებით ივსება და ქმნის დაუღალავად...

  მისი ბოლო გატაცება ბაღები იყო.

 

 ასაკში მხედველობა უუარესდება.  1926 წელს, 86 წლისა გარდაიცვლება, მანამდე კი ალისასა და ვაჟიშვილს დაკარგავს.ენერგიული, მეგობრების მოყვარული,მაძიებელი, აი როგორი იყო მონე, ხშირად უჭირდა მაგრამ თანადგომითაც სარგებლობდა, არ აღიარებდნენ, მაგრამ ბოლოს ესეც მოიპოვა...

 მან ხელი შეუწყო მხატვრობის აკადემიურობიდან გათავისუფლებას, იყო მყისიერი შთაბეჭდილებების მხატვარი, აღიარეს იმპრესიონიზმის ფუძემდებლად.

უთქვამს:,,რაც უფრო შორს მივდივარ, მით მეტად მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი; ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები: ის, ვინც ამბობს. რომ დაასრულა ტილოზე მუშაობა, დიდი ამპარტავანია. დასრულება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მხატვარმა მიაღწია ჭეშმარიტ სრულყოფილებას“.

tumblr_m7d69frKTm1rwm829o1_r1_400.jpg
მზესუმზირები
tumblr_m6nwdjxcLC1qldolwo1_500.jpg
ქალი ბაღში

PS მონეს მზესუმზირები ვან გოგისაზე არანაკლებ ლამაზია !

წყარო: ნიუ იორკ თაიმზი -A Glimpse Inside Claude Monet’s Private Art World.

bottom of page