აფრიკული ქანდაკებები
დოგონის ნიღაბი
მალის დოგონის ხალხმა ხის 80-ზე მეტი სახეობის ნიღაბი გამოჭრა. გადმოცემის თანახმად,ზოგ ნიღაბს ჯადოსნური ძალა აქვს
ხოლო ზოგი ცხოველებს ან ადამიანებს განასა
ხიერებს
ობას ფიგურა
ეს ქანდაკება იფეს სამეფოს მმარ- თველს, ობას ეკუთვნის. იფე თანამედროვე ნიგერიის ტერიტორიაზე დაახლოებით 700-900წლებში ყვაოდა. ქანდაკება ბრინჯაოსგან ჩამოასხეს, თუმცა მოდელი თიხისგან იყო დამზადებული.
აფრიკული ქანდაკებები ძირითადად ადამიანის ფიგურებია და სხვადასხვა მასალისგან,მათ შორის ქვისგან ცხოველებისრქებისგან, ბრინჯაოსგან, ტერაკოტისა და ხისგან მზადდება. ნიღბები თავები და პატარა ფიგურები აფრიკის მრავალ რეგიონში გვხვდება. თითოეულ რეგიონს საკუთარი სტილი აქვს. ძველად ამ ქანდაკებების დანიშნულება კედელზე ჩამოკიდება ან მუზეუმში გამოფენა როდი იყო. მათ რელიგიურ ცერემონიებში იყენებდნენ.იმედი მაქვს მიუხედავათ მცირე ინფორმაციისა აფრიკული ძეგლები დაგაინტერესებთ.
ეს ქანდაკება 19-20 საუკუნით თარიღდება, ანუ შედარებით ახალია. იგი გამოძერწი ლია ნიგერიელი ხალხისგან სახელად "მამბილა" და მუზას ასახავს.
დენის ნიღბები
ასეთ ხის ნიღბებს კოტ-დივუარის მოცეკვავე მამაკაცები ატარებდნენ. დენის ტომის ხალხს სწამს,რომ როდესაც მოცეკვავე ნიღაბს გაიკეთებს, სულად ან წინაპრად იქცევა.
ფენგის ნიღაბი
ეს ნიღაბი ეკვატორულ გვინეაში მცხოვრებმა ფენგის ხალხმა დაამზადა. მას ნგილი ეწოდება. მისი გრძელი სახე კაოლინითაა (თეთრი თიხითაა) მოხატული.
მადაგასკარის საფლავის ნიშნები
მადაგასკარის მაჰაფალის ტომის ხალხი საფლავებს ხის სვეტე-
ბით და ზებუს რქებით რთავდა.ქანდაკებები გარდაცვლილი
ადამიანის ცხოვრების ისტორიებს ასახავს.
მუზა
წყარო:"ხელოვნება",მცირე ენციკლოპედია,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი:ლუკა კიკნაველიძე