top of page

უეს ანდერსონის ესთეტიკის თეორია...

ანუ, ცოტა რამ ჩემს საყვარელ რეჟისორზე

 ხელოვნება სუბიექტურია! ჩემი აზრით, მისი მიკერძოებულობა ყველაზე მეტად ფილმში გამოიხატება. განსაკუთრებით, დაბალ ბიუჯეტიან, "ინდი" ფილმებში, რომლებიც ერთი მარტოხელა ადამიანის აკვიატებაზეა გადაღებული და მხოლოდ რამდენიმე "ჰიპსტერულ" კინოფესტივალზე თუ აჩვენებენ 30 კაცის წინაშე. ეკრანი ქვრება და პატარა დარბაზი 60 ხელის დაკრული ტაშით ივსება, (უმეტესობამ, ალბათ ვერც გაიგო ფილმის მთავარი შინაარსი). სწორედ, ასეთ ფილმებს იღებს უეს ანდერსონი, 49 წლის ამერიკელი რეჟისორი, რომელმაც იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია ვიდრე ამერიკა იმედოვნებდა. ჩემი აზრით, ანდერსონის ფილმები გაუგებრად გასაგებია. თითქოს, მათი გაუგებრობაა მისი შემოქმედების მთავარი არსი. მოდი ჩამოვყალიბდეთ, ანდერსონი იღებს სურათებს, რომლებიც წესით, ჰოლივუდურ ფორმულაში რიცხვებს თუ ჩავსვამთ, პოპულარული არ უნდა იყოს. 21-ე საუკუნე სწრაფია,ზრდასრულ, დასაქმებულ ადამიანს არ აქვს დრო 2 საათიან ფილმს უყუროს და მერე მთელი კვირა იმის ცდაში იყოს, თუ რა არის შიშველი ცხოვრებისეული სიმართლე. კარგია, თუ ანდერსონის ფილმებს ჩაწვდები. მაგრამ გამოცდილებიდან გეტყვით, არც იმას უშავს, რომ ვერ გაიგო რას ნიშნავს "აქ შენს გადასარჩენად მოვედი. გაურკვეველი გრძნობები მაქვს შენდამი". უეს ანდერსონის შემოქმედება ლამაზია. ეს სილამაზე, ეს ესთეტიკური სილაღე აქცევს მის ფილმებს ჩემს საყვარელ ფილმებად. ერთი და იგივე წიგნის წაკითხვა მრავალ ენაზეა შესაძლებელი, და მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ენა სხვადასხვა გრძნობებს აღძრავს ადამიანის არსებაში. ნახატი უნივერსალურია, მოძრავი სურათები, ანდერსონის ჩამავალი მზე ისეთივე ლამაზია საუდის არაბეთში, როგორც ნიუ-იორკის იაფასიან თეატრებში. 

video-explores-how-wes-anderson-treats-a
ფანტასტიკური მისტერ მელია (2009)
ფანტასტიკური მისტერ მელია (2009)
Rushmore-1.jpg
რაშმორი(1998)
giphy.gif
ამომავალი მთვარის სამეფო (2012)
x-KhtGNAfKQx.jpg
გრანდ ბუდაპეშტის სასტუმრო (2014)

 ზემოთ ჩამოთვლილ ფილმებთან განსაკუთრებული სულიერი ურთიერთობა მაკავშირებს. გამორჩეულად, მაინც 2012 წელს გამოსული "ამომავალი მთვარის  სამეფო" მიყვარს. სანამ ფილმის პოეტურად საინტერესო სახელწოდებას ავხსნიდე, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი შექსპირს შეუყვარდებოდა, ბოლოს კი სასიამოვნოდ იმედგაცრუებული დარჩებოდა. სიხარულს არ შეიტყობდა და ჯიუტად იტყოდა " უფრო კარგი იქნებოდა რომეო და ჯულიეტა აქაც რომ დახოცილიყვნენ". ფილმი ბაშვურ სიყვარულზეა, მაგრამ მასში არანაკლები ყურადღება ექცევა ინდივიდუალური პერსონაჟის პიროვნულ ზრდას. წარმოიდგინე, რომ გამოიქეცი საზაფხულო ბანაკიდან და სახლიდან გამოპარულ გოგონასთან ერთად გადაწყვიტე პატარ ყურის სანაპიროზე ორი კაცის ცივილიზაცია ჩამოაყალიბო. მთელი დედამიწა გეძებს და ბოლოს გპოულობს, შენ კი საყურის კაუჭზე ჩამოცმული ხოჭო აჩუქე 13 წლის გოგონას, რომელიც მოგწონს და მან ნახატი დახატა... ყურე, რომელსაც "ამომავალი მთვარის ქვეყანა" დაარქვი. 

 ბოდიში, რომ ფილმის ნაწილი გაგიმხილე, რადგან ალბად, არასდროს გინახავს. იმედია, პოსტის დასაწყისში აღძრული მისი ნახვის სურვილი არ გამქრალა და უახლოეს მომავალში დროს გამონახავ, თბილად ჩაუჯდები და მის სილამაზეს თვალს ვერ მოაშორებ. ეს ფილმი ხომ, უფრო მეტია ვიდრე გაკვრით აღწერილი მისი მეოთხედი. პოსტის ბოლოს კი ნახატს დაგიტოვებ, უეს ანდერსონმა რომ ფილმის ბოლოს დაგვიტოვა.

Screen_Shot_2015-02-04_at_16.16.12_1024x
Moonrise Kingdom
პოსტის ავტორი: ანანო
bottom of page