კოლაჟის ხელოვნება და ინტერნეტ აღმოჩენები
დავიწყოთ იქიდან, რომ ინტერნეტი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა აღმოაჩინო ახალი და განსხვავებული საკითხი, რომელიც წერის სურვილს შთაგაგონებს. დღესაც, პოსტის დასაწერად, საინტერესო თემის ძიებამ ერთ გამორჩეულ არტისტამდე მიმიყვანა. არტისტს იმიტომ ვეძახი, რომ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის სურათების სახით, მაგრამ მხატვარი არაა. მისი მთავარი იარაღი ფოტოშოპი და წარმოსახვის უშრეტი უნარია. ამ პიროვნების ნამდვილის სახელი არავინ იცის, ხოლო მისი ბრენდული მარკა ერთი დიდი ენისგასატეხია.
"failunfailunemfailun"... ასე შეგიძლიათ მისი მოძებნა ფეისბუქის და ინსტაგრამის მეშვეობით, მაგრამ საქმე რომ გაგიადვილოთ მის გვერდს "დავლინკავ" ბლოგის ბოლოს, როგორც შევპირდი. მის ნამუშევრებს სრულიად შემთხვევით წავაწყდი. მათ დავახასიათებდი, როგორც სურეალისტური, საკიდელური კოლაჟ-ხელოვნება, რომელიც ისე კარგადაა მორგებული 21-ე საუკუნეს, როგორც ხელთათმანი ხელს. როგორც აღმოვაჩინე, პიროვნება, რომლის სქესიც და გენდერიც ჩემთვის გაურკვეველია, რადგან არ ასაჯაროებს მის სახეს და ვინაობას, ხელოვანია, რომელიც ცდილობს სახელი მოიხვეჭოს. პირადად მე არ მიყვარს, როდესაც ცოცხალ პიროვნებაზე ვწერ და მან ეს არ იცის.
ამიტომ რამდენიმე დღის წინ "მხატვარს" დავუკავშირდი სოციალური ქსელის საშვალებით და ნებართვა ვთხოვე გამომეყენებია მისი სურათები და დამეწერა ორიოდე სიტყვა მასზე ბლოგში, რაზეც სიხარულით დამთანხმდა და უფრო მეტიც, როცა ვუთხარი, რომ ბლოგი ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული კუნკურსის ნაწილი იყო, წარმატებები გვისურვა მე და ლუკას. აქვე ავღნიშნავ რომ "ფეილუნი", როგორც მე შევარქვი ქართველი არ არის და როგორც მისი ამერიკულ-ცენტრიკული პოსტებიდან შევატყვე, ნამდვილად ამერიკელია, თუმცა არ მიკითხავს, რადგან პასუხს არ მოველი. მხოლოდ სპეკულაცია თუ შეგვიძლია, რადგან მას სურს მისტიური პერსონაჟის სახე მოირგოს.
წარმოგიდგენთ, რათქმაუნდა შემქმნელის ნებართვით, იმ ფოტოებს, რომლებმაც განსაკუთრებით დამაინტერესა და იმედია თქვენც დაგაინტერესებთ. P.S ალბათ თქვენც დაინახავთ, რომ "უცნობს" გამოყენებული აქვს ყველასთვის საყვარელი, ძველი და კარგად ნაცნობი მოტივები და შერწყმული აქვს ისინი ერთმანეთთან 21-ე საუკუნის შტრიხითა და ელემენტით.