top of page
მიუზიკლები, რომლებიც დაგაინტერესებთ

 თეატრი ძალიან მიყვარს... განსაკუთრებით კი მუსიკალური თეატრი. მიუზიკლი ცოცხლად მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი ჩემს ცხოვრებაში. წარმოდგენა მესხიშვილის თეატრში გაიმართა რამდენიმე წლის წინ. ბერნარდ შოუს პიესის "პიგმალიონის" მიხედვით დადგმული სიუჟეტი გაჯერებული იყო ცეკვებითა და სიმღერებით. სამწუხაროდ, არც  ბროდვეის მუზიკლებით ცოცხლად ტკბობის შესაძლებლობა მაქვს და ქუთაისშიც და საერთოდ, საქართველოში მიუზიკლის კულტურა ზედმეტად ნაკლებადაა განვითარებული, რომ თვეში ერთხელ მაინც ვნახო წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებში თეატრის პოპულარობამ იკლო (რაც ძალიან საწყენია, ხოლო უფროსების უმეტესობა დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებს ხშირად განიცადოს ის სიამოვნება, რასაც თეატრალური წარმოდგენა ეწოდება,იმედს ვინარჩუნებ, რომ ვიპოვით გზას ავაღორძინოთ ქართული თეატრი. მაგრამ, სანამ ასე თუ ისე ნაცნობ ქართულ თეატრზე გადავალ, მინდა გაგაცნოთ რამდენიმე მიუზიკლი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიყურებ ფილმის თუ "ბუთლეგ" ვიდეოს სახით.

 

tumblr_omgiuzfqZK1qe6vjyo1_500.gif

ჰედერები სკოლის მოსწავლე გოგონები არიან, რომლებიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგანან. ჯეისონ დინი მომხიბვლელი არამზადაა, ხოლო ვერონიკა .... ვერონიკა. მუზიკლი სწრაფად გადაიქცევა უბრალო სასკოლო სიუჟეტიდან ნამდვილად დამაფიქრებელ, სისხლიან არეულობად. მიუზიკლი საოცრად წარმოაჩენს ამერიკელი ახალგაზრდების ნამდვილ სახეებს და ენერგიული მუსიკალური გაფორმებით იზიდავს ყველას, დიდსა და პატარას. თუკი სიუჟეტმა დაგაინტერესათ, მაგრამ ბროდვეი არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამავე სახელწოდების ფილმს უყუროთ.

ჰედერები (Heathers)

bendandsnap1.gif

მიუზიკლი რის ვითერსპუნის იგივე სახელწოდების ფილმის მიხედვით დაიდგა. სუჟეტი ვითარდება სტერეოტიპულად ქერა გოგოზე, რომელიც გასაოცრად ჭკვიანია და ყოფილი შეყვარებულის დასაბრუნებლად ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში იწყებს სწავლას, სადაც აღმოაჩენს, რომ იურისტობა მისი მოწოდებაა და უნდა მთელი კარიერა სიმართლის დაცვას მიუძღვნას.

ლეგალურად ქერა

giphy.gif

შეიძლება გახსოვდეთ თუ როგორი დიდი ჰიტი იყო ორი წლის წინ "ჰამილტონი" და რამხელა აღიარება მოუტანა ლინ მანუელ მირანდას (კომპოზიტორსა და მთავარი როლის შემსრულებელს)  ამ მიუზიკლმა. სიუჟეტი ამერიკის დამფუძნებელი მამის, ალექსანდრე ჰამილტონის და მისი მეგობრებისა და მტრების გარშემო ვითარდება. მიუხედავად მისი პოლიტიკური ფუძისა, მიუზიკლი სავსეა ხუმრობებითა და ფეხის მაბაკუნებელი კომპოზიციებით.

ჰამილტონი

giphy.gif

მორმონის წიგნი პირველად 2011 წელს დაიდგა დიდ სცენაზე. სიუჟეტი ვითარდება რელიგიური ადამიანების გარშემო (მორმონები მორმონული ეკლესიის წევრები არიან). მიუზიკლი ასარჟებს უსაფუძვლო ცრურწმენებს და მაინც, იგი გასაოცრად ტოლერანრული მიუზიკლია, რომელიც სიყვარულის და რწმენისკენ გვიქადაგებს.

მორმონის წიგნი

tumblr_lxjq9qS3rN1qln00mo1_400.gif

ალბათ  სიიდან ეს მიუზიკლი ყველაზე მნიშმნელოვანია ჩემთვსის. იგი 2009 წელს გამოვიდა და არც მის შექმნაში და არც პროდუქციაში ჯოან როულინგს (ჰარი პოტერის სერიების ავტორს) არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მიუზიკლი რამდენიმე არტისტულმა კოლეჯის მოსწავლე ფანმა დადგა. ბიუჯეტად 100 დოლარი ჰქონდათ, რომლიც ნახევარიც რონ უიზლის გიგანტურ შოკოლადის ფილაზე დაიხარჯა. ეს მიუზიკლი სახალისო და რიტმულია, მაგრამ თუკი "ჰარი ჰოტერის" ფანი არ ხართ, მიუზიკლის არსს ვერ ჩაწვდებით და ძალიან ბევრ სპეციფიურ ხუმრობას გამოტოვებთ. 

სტუდია სტარკიდის "ჰარი პოტერი"

tumblr_nn1xac4xRv1rpjfjro3_500.gif

  "ბოროტი", ან "გაბოროტებული" ყველასთვის ნაცნობ ნაწარმოებზე "ოზის ჯადოქარზეა" აგებული და იგი მოგვითხრობს ბოროტი მწვანე ჯადოქრის მაფალდას და მისი თეთრით მოსილი დის გილდას ისტორიას. პერსონაჟები, განსაკუთრებით მაფალდა, ებრძვიან შინაგან ბოროტებას და საბოლოოდ, როგორც ყველა ზღაპარში, იმარჯვებენ. 

ბოროტი

პოსტის ავტორი: ანანო
bottom of page