ლენდ-არტი
ლენდ-არტ (ინგლ. land art — ლანდშაფტის ხელოვნება) — მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც წარმოიშვა 1960-1970-იან წლებში დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. ლენდ-არტი არის ხელოვნების მოძრაობა, რომელშიც გადმოცემულია დედამიწის ბუნება ქვებით, მცენარეებით და წყლით, ზოგჯერ მინერალური პიგმენტებით. ლენტ-არტის ნიმუშები გვხვდება თითქმის მთელ მსოფლიში.
ლენდ-არტის ზოგიერთი ნიმუში მდებარეობს მიუვალ ადგილზე, მათი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ თვითმფრინავიდან ან ვერტმფრენიდან. ლენდ-არტის სკულპტურები არ დევს მიწაზე (ისინი შერწმულები არიან ბუნებასთან), რაც ნიშნავს, რომ ლენდ-არტისტები ბუნებას გადმოგვცემდნენ ყოველგვარი დამატების გარეშე. ლენდ-არტის ნიმუშებს ხშირად ვხვდებით ნევადის უდაბნოში, ნიუ-მეხიკოში და არიზონაში. დღეს ეს ინფორმაცია შენახულია ვიდეოს ან ფოტოგრაფიის სახით.
ასე ველის მცველი
საფრანგეთის ალპები(2000წ)
სტოუნჰენჯი
ინგლისი(სოლზბერის ვაკე)ძვ.წ3000-1600
ბუნებრივ მასალებად იყენებდნენ გამხმარ ტოტებს, ფოთლებს, ქვებს, კენჭებს, ქვიშას, ნაყოფს, სოკოებს, ბალახებსა და სხვა მრავალ საშუალებას. ბუნებრივი მასალები მეტ გასაქანს აძლევდა მათ ფანტაზიას. ლენდ-არტი გახლდათ ერთ-ერთი კონცეპტუალური ხელოვნება მე-20 საუკუნეში.
ლანდ არტისტებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ საგალერიო სივრცეზე და ყოველგვარი მატერიალური საგნებისგან გათავისუფლებულიყვნენ, გასულიყვნენ ბუნებაში და თვითრეალიზაცია იქ მოეხდინათ.
ყველაზე ცნობილი მიწის ნამუშევარი რობერტ სმითსონის 1970 წლის სპირალური კაშხალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი სალტის ტბაში აშენდა.
გალერეა
წყარო: "ხელოვნება",ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
"ხელოვნება",მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"