top of page
300px-Picaso_family.jpg
1acd7045e5d4e061a3e8a25afa23d7d8.jpg

კუბიზმი

af4203801bf86ba60a75cdc2d1059ad8--picass
download.jpg
download.jpg
download.jpg
download.jpg

   კუბიზმი ავანგარდული ხელოვნების მნიშვნელოვანი და გავლენიანი მიმართულებაა,რომელმაც დიდი გადატრიალება მოახდინა ხელოვნებაში.მან უარყო ფერწერაში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ფორმისა და კომპოზიციის აგების პრინციპები,რომლებიც ემსახურებოდა რეალური ობიექტების და სივრცის სურათზე ზუსტად ასახვას.კუბისტურ ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში.ეს სრულიად ნოვატორული მიდგომა იყო,რამაც ახალი ტიპის მხატვრული აზროვნება დაამკვიდრა.

   კუბიზმს საფუძველი მე-XX საუკუნის 20-იანი წლების საფრანგეთში ჩაეყარა.  ამ პერიოდის საფრანგეთი, თანამედროვე ხელოვნების მექა იყო.  იქ ჩადიოდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ცდილობდნენ ხელოვნებაში საკუთარი კვალი ახალი სიტყვით, ახალი ხედვით, ახლებურად გადმოცემული ვიზუალური ხელოვნებით დაეტოვებინათ.ამ იდეით გამსჭვალული ორი ხელოვანი: პაბლო პიკასო(Pablo Picasso, 1881-1973) და ჟორჟ ბრაკი(Georges Braque, 1882-1963) 1907 წელს გაიცნობენ ერთმანეთს .1908 წლისთვის პარიზში მათ უკვე ერთობლივად,ერთ სახელოსნოში დაიწყეს მუშაობა სადაც ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ ახალი მხატვრული სტილი.კუბიზმის დაბადების თარიღად  1908 წელია მიჩნეული.  პიკასოს და ბრაკის  ერთობლივმა მუშაობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე  1914 წლამდე გასტანა.ერთმანეთის გვერდიგვერდ მოღვაწე შემოქმედთათვის, კუბიზმი ის ათვლის წერტილი აღმოჩნდა, რომელმაც მათ თანამედროვე ცხოვრებაზე საკუთარი აზრის გამოთქმისა და იმ გზების ძიების საშუალება მისცა, რომლითაც ხელოვანნი აღითქვამდნენ და გადმოსცემდნენ მათ გარემომცველ სამყაროს.

   

   1907 წელს პიკასომ პირველად წარუდგინა მაყურებელს თავისი სურათი «ავინიონელი ქალიშვილები», რომლითაც იწყება კუბიზმი მის შემოქმედებაში და საერთოდ მოდერნისტულ ხელოვნებაში. ამ სურათში ქალების ძლიერად დეფორმირებული ფიგურები გეომეტრიულ სიბრტყეებადაა დაყოფილი. ქალების ხელები, მათი სამოსელი ქმნის მკვეთრ, მახვილ კუთხეებს.ნაშრომში უარყოფილია ილუზორული სამგანზომილებიანი სივრცე ფიგურის გარშემო,განთავსების ტრადიციული წესი,შუქ-ჩრდილი...ნამუშევარი შემდგომში კუბიზმის უადრეს ნიმუშად აღიარეს.

pikaso_qwelly.jpg
573px-Avignonpicaso.jpg

           პაბლო პიკასო                        «ავინიონელი ქალიშვილები», 1907       

   ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი ”კუბიზმი” ან "bizarre cubiques"(უცნაური კუბე-  ბი) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც ”სავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუ-  ყენებიათ.

200px-Cubist_house_prague.jpg
250px-Violin-and-candlestick.jpg

კუბისტური შენობა(პრაღა)       ჟორჟ ბრაკი«ვიოლინო და

                               პალიტრა(1909-1910)    

 კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფ-  ართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტა-  რულ წრეებში რეკლამას უწევდა სა- მხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხე- ლოვანთა”კუბისტურ სკოლას”. კუბ-

იზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი  დეკად- ების მხატვრებზე, რამაც დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობ-  ების განვითარებას,როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი,ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.

გალერეა

download.jpg
download.jpg
download.jpg
download.jpg
download.jpg
Georges_Braque,_1914,_Man_With_a_Guitar,
300px-Picaso_family.jpg

წყარო: "ხელოვნება" ,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

       "ხელოვნება" ,მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"

bottom of page