top of page
fauvism_3.jpg
fauvism_4.jpg
fauvism_10.jpg
henri-matisse-the-dessert-harmony-in-red

ფოვიზმი

  ფოვიზმი ერთ-ერთი პირველი ავანგარდული მიმდინარეობაა ,რომელიც XX საუკუნის  დასაწყისში  პარიზში  ჩამოყალიბდა და მხატვრობაში ახალი პრინციპების, სტილის დანერგვას მოასწავებდა.                          1905 წელს, პარიზში, ერთ-ერთ სალონში, ახლგაზრდა მხატვრებმა მოაწყეს გამოფენა და ამით საკმაოდ დიდი სკანდალიც გამოიწვიეს.რეაქციულად განწყობილი მაყურებელი , მათ მიმართ დამცინავ ეპითეტებს იყენებდა და ირონიულად მოიხსენიებდა. სურათები, რომელთა ავტორებიც იყვნენ : ანრი მატისი, მორის გლამინკი, დერენი, ჟორჟ ბრაკი... ხალხში აღშფოთებას იწვევდა, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლებოდა ვინმეს ნარინჯისფერი ველები, მეწამული ქუჩები, მწვანე მონასმებით დახაზული ქალის სახე ეხატა, უჩვეულოდ გაემარტივებინა ნახატები და პერსპექტივის ყველანაირი კვალი გაექრო.ფოვისტების პირველი მიზანი კი სწორედ, რომ ლოკალური,მკვეთრი და სუფთა ფერებით ხატვა იყო. მათ,კრიტიკოს ლუი ვოკსელმა მტაცებელი ცხოველები უწოდა, რაც ფრანგულად fouves-ს ნიშნავს და სწორედ ასე დაერქვა ამ მხატვრულ მიმდინარეობს ფოვიზმი.    თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ. ფოვისტები თვლიდნენ, რომ ნამუშევრის შექმნისას მთავარი არც პერსპექტივაა და არც შუქრჩდილი. სურათში უნდა იყოს მარტივი, სახასიათო კონტური, რომელიც უშუალოდ ადამიანის გრძნობებზე იმოქმედებს.                                                  

  ფოვისტთა წარმომადგენელი და ლიდერი ანტრი მატისი(1869-1954 წწ.), რომელიც თვლიდა, რომ ფერთა პირვანდელი სახით გამოყენებით, ის უახლოვდებოდა სათავეებს, რომ სწორედ სუფთა ფერი და მისი უბრალოება იყო სიზუსტის გარანტი და ნამდვილი შემოქმედება. შესაბამისად, ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამა თუ იმ საგნის ფორმას, რამაც საბოლოო ჯამში ხორცი შეასხა ფოვისტთა სურვილს გარდაექმნათ ნახატები ფერადოვან ენერგიებად – ფერი იქცა ენერგიად.

fauvism_11.jpg

ანრი მატისი,„ცეკვა“(1910)

201707070449314867.jpg

ანრი მატისი,„სიმღერა“(1910)

   მართალია ფოვიზმი და ფოვისტების მოღვაწეობა ხანმოკლე იყო, თუმცა მხატვრებმა მოახერხეს ეპოქისათვის დამახასიათებელი ტენდენციების ასახვა. ჯგუფის ზოგიერთი წევრი შემდგომ სხვა ახალ მიმდინარეობებს შეუერთდა. ფოვიზმმა საფუძველი კი ექსპრესიონიზმს ჩაუყარა. 

გალერეა

Matisse-Woman-with-a-Hat.jpg
fauvism-and-expressionism-Charing-Cross-
56b6f472d86646e7d1a4fe57a7253a81.png

წყარო: "ხელოვნება",მცირე ენციკლოპედია,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

       "ხელოვნება",მე-9 კლასის სახელმძღვანელო.გამომცემლობა-"მერიდიანი"

bottom of page