ანანოს სიტუაციური "ფლეილისთები"
დავიწყოთ მისალმებით... გამარჯობა! და გავაგრძელოთ რამდენიმე განმარტებით: მუსიკა ხელოვნებაა; სიტუაციები ჩემი ყოველდღიურობიდანაა აღებული, ან ყოველღამიურობიდან(სიზმრების სახით); "ფლეილისთი" კი ისაა, ერთ სივრცეში რომ უყრი თავს რამოდენიმე სიმღერას და მერე ვიღაცას ჩუქნი. ადრე კასეტებზე წერდნენ და ხელიდან ხელში გადადიოდა. ახლა ინტერნეტში აქვეყნებენ. მომინდა, მეც შემექმნა "ფლეილისთი", რადგან მუსიკა დამიგროვდა და არ შეიძლება, რომ არ გავაზი არო.
ფლეილისთი #1
სილურჯე, ვარსკვლავი სირიუს B, ზაფხულის მოწმენდილი ცა, ვარსკვლავთ ცვენა, დიდი აფეთქების თეორია და სამუდამოდ არსებობის დაუოკებელი სურვილი.
ფლეილისთი #2
20-იანი წლები, პარიზი, ფრენსის და ზელდა ფიცჯერალდები, დროში აცდენილი რომაული არდადეგები, სვინგი და ჩარლსტონი, "ფლაპერ" კაბები, სკანდალური, წითელი ტუჩსაცხი და სუფრაჟისტების მოძრაობა.
ფლეილისთი #3
იტალია, ვერონა, ზაფხულის კაშკაშა მზე, ნარინჯისფერი კაბა, ვაზის ტალავრები, დაუცხრომელი კამათი შექსპირის მოტივებზე, კანგადაცლილი მუხლები და დაუვიწყარი ძებნა დიდებული შეუცნობლისა.