top of page

ეს ბედნიერი გიგანტი ტოტოროა, გიბლის სიმბოლო

             სტუდია "გიბლი"
მოლაპარაკე სულების და მელანქოლიის სამეფო

 სანამ გავიცნობთ ანიმაციის უმანკო მაგიას, უნდა ვიცოდეთ სტუდიის შესახებ, რომელიც ამ მაგიას ქმნის. ჰაიაო მიაძაკიმ "გიბლი" 1985 წელს, 15 ივნისს დააარსა, ტოკიოში. სტუდიამ ბევრი სატელევიზიო  რეკლამა შექმნა ანიმაციის განხრით, გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი სურათი, მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება სრულმეტრაჟიანმა, ანიმეს ტიპის ფილმებმა მოიტანეს. იაპონური ანიმეს 15 ყველაზე მომგებიანი ფილმიდან 7 "გიბლის" ეკუთვნის. სტუდიამ თავისი არსებობის განმალობაში მრავალი პრიზი აიღო, მათ შორის "ოქროს დათვი" და ოსკარის რამოდენიმე ნომინაცია, სიმბოლოდ მათი შექმნილი "ტოტორო"  გაიხადა ("ჩემი მეზობელი ტოტორო" და 2014 წელს "პენსიაზე გავიდა". 2017 წელს მიაძაკიმ პროდუქციის განახლება გადაწყვიტა, მე კი ეს დღეს გავიგე (16.11.2018).

 მიაძაკის დაბრუნების სიხარულს დაემატა ჩემი პატარა აღმოჩენა ინტერნეტში ძრომიალისას. წარმოგიდგენთ ამერიკის შტატის, ორეგონის ტურისტულ რეკლამას სახელწოდებით "მხოლოდ ოდნავ გაზვიადებული". დარწმუნებული ვარ მისი ნახვის შემდეგ ორი აზრი ჩამოგიყალიბდებათ, "ორეგონში ვიმოგზაურებ, რადგან მომწონს, როგორ დაფრინავენ იქაური გიგანტური ვეშაპები" და "სტუდია გიბლი მაკლდა სრულფასოვანი არსებობისთვის".

movie.jpg
პოსტის ავტორი: ანანო

წყარო: www.studioghibli.com.au

bottom of page